ნატალი პორტმანი

ნატალი პორტმანი: 13 წლის ასაკში "სექსუალური ტერორიზმის" მსხვერპლი გავხდი

The Independent

მსახიობი ნატალი პორტმანი ლოს ანჯელესში ქალთა მარშზე სიტყვით გამოვიდა და საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრა. მისი თქმით 13 წლის ასაკში "სექსუალური ტერორიზმი" გამოსცადა, რამაც ის აიძულა დაეფარა საკუთარი სხეული და შეეზღუდა თავისუფალი გამოხატვა.

ოსკაროსანმა მსახიობმა 12 წლის ასაკში ფილმში "ლეონი: პროფესიონალი" თამაში გაიხსენა. ეს მისი პირველი ფილმი იყო და როდესაც ის მომდევნო წელს ეკრანებზე გამოვიდა პორტმანის თქმით პირველი წერილი რომელიც ფანისგან მიიღო მისი გაუპატიურების ფანტაზიას შეიცავდა.

"ადგილობრივ რადიოში ჩემი მეთვრამეტე დაბადებისდღის წინა საღამოს უკუთვლა დაიწყეს იმის აღსანიშნავად, რომ ჩემთან დაწოლა უკვე ლეგალური იქნებოდა" თქვა მსახიობმა. "ფილმის კრიტიკოსები საკუთარ განხილვებში ჩემი მკერდის შევსებაზე წერდნენ. მალევე მივხვდი 13 წლის ასაკშიც კი, რომ თუ მინდოდა საკუთარი თავი სრულად გამომეხატა თავს ყოველითვის სექსუალური საფრთხის ქვეშ ვიგრძნობდი და კაცები ყოველთვის ჩათვლიდნენ, რომ შეეძლოთ ჩემი სხეულის განხილვა."

პორტმანმა თქვა, რომ ამის შემდეგ ქცევა შეცვალა და უარს ამბობდა ისეთ როლებზე, რომლებიც კოცნის სცენებს შეიცავდა.

"13 წლის ასაკში ჩემთვის ნათელი იყო მესიჯი, რომელსაც ჩვენი კულტურა გზავნიდა. მე ვგრძნობდი საჭიროებას დამეფარა სხეული და შემეზღუდა თავისუფალი გამოხატვა ჩემს სამუშაოში იმისათვის, რომ გამეგზავნა ჩემი საკუთარი მესჯი, რომ მე ვარ ის, ვინც უსაფრთხოებას და დაფასებას იმსახურებს. ჩემს სხეულზე კომენტარებდა და მუქარის შემცველმა განცხადებებმა ჩემი ქცევის კონტროლზე სექსუალური ტერორიზმის გარემოს შექმნის გზით იმოქმედა."

შეგახსენებთ, რომ 2017 წელს გამართული მსვლელობიდან 1 წლის შემდეგ, რომელში მონაწილეობაც 5-მა მილიონმა ადამიანმა მიიღო, ქალთა უფლებების მხარდამჭერი ამერიკელები კვლავ ქუჩებში გამოვიდნენ.

ერთი წლის წინ აქცია დონალდ ტრამპის ინაუგურაციის მომდევნო დღეს გაიმართა. დემონსტრანტებმა ქვეყნის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ მიზოგინიური, ქალთა შეურაცხმყოფელი განცხადებები გააპროტესტეს. 

კომენტარები