27 დეკემბერს, თბილისის 5 რაიონს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

newcastle.gov.za

27 დეკემბერს, თბილისის 5 რაიონს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. თელასი მიზეზად ქსელზე ახალი აბონენტების მიერთებას ასახელებს.

საბურთალოს რაიონი


10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, გამსახურდიას I, II კვარტლების, კოსტავას, ჭაბუკიანის და ხვიჩიას ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის, აღმაშენებლის ხეივნის, სოფელი ზურგოვანის შარტავას და იოსებიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, ლორთქიფანიძის, ჩახავას, გეგეჭკორის და ჩხეიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფანასკერტელი-ციციშვილის და ლიხაურის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კედიას ქუჩის მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი


11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის I მიკრორაიონის, მშველიძის, ხელოვანთა, შანდორ პეტეფის და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი


11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლარსის, ჩხეიძის, პეტრიაშვილის და კეკელიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შანიძის, გოგებაშვილის, რჩეულიშვილის, თერგის, გალის და ბაშალეიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი


10 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის I მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის II მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

12 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის და ფორე მოსულიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება." - აცხადებს თელასი.

კომენტარები