შტორმი ფილიპინებში

ფილიპინებში ტროპიკული შტორმის შედეგად სულ მცირე 3 ადამიანი დაიღუპა

rte.ie

ფილიპინებში ტროპიკული შტორმის შედეგად სულ მცირე 3 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაკარგულად ითვლება. უცხოური მედიის ინფორმაციით, ძლიერი წყალდიდობისა და მეწყერის გამო ევაკუირებულია რამდენიმე ათასი ადამიანი. ქარმა, რომელის სიჩქარეც საათში 110 კილომეტრს აღწევს, მოგლიჯა ხეები და ელექტრო გადამცემი ბოძები. დატბორილია სოფლების უმეტესობა.

ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, ქარიშხალი კაი-ტაკი ფილიპინების სიდიდით მესამე კუნძულს დაატყდა თავს. სინოპტიკოსები ქარიშხალს ასევე ცენტრალურ ფილიპინებშიც პროგნოზირებენ. მოსალოდნელია წყალდიდობა და მეწყერი. 

კომენტარები