ახალი წლის სამუშაოები

თბილისის მთავარი ნაძვის ხე განათდა

თბილისის მერია

თბილისის მთავარი ნაძვის ხე განათდა.

ნაძვის ხე თბილისის მერმა, კახა კალაძემ ოჯახთან და ბავშვებთან ერთად აანთო. ღონისძიება გორის ქალთა კაპელამ გახსნა, ამის შემდეგ კი შეკრებილებს კალაძემ მიმართა.

"მჯერა, რომ 2018 წელი წარმატების წელი იქნება. მჯერა ისიც, რომ ჩვენი ქალაქი ძალიან მალე სიყვარულით, სიკეთით, სითბოთი, წარმატებებით და სიცოცხლით სავსე იქნება" - თქვა ქალაქის მერმა.

საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი 6 ნოემბერს დაიწყო და 12 დეკემბერს დასრულდა.

კომენტარები