ვითარება საავტომობილო გზებზე

რიკოთის გვირაბის შესასვლელ გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა 7 საათით შეიზღუდება

გზების დეპარტამენტი

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ლიპყინულის გამო, 2017 წლის 11 დეკემბერს 00:00 სთ-დან 07:00 სთ-მდე, რიკოთის საავტომობილი გვირაბის შემოსავლელ გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

გარდა ამისა, უწყება მოსახლეობას  ახსენებს, რომ თბილისი–სენაკი–ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის 143–ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში მიმდინარეობს გვირაბის მართვის ავტომატიზირებული სისტემის (SCADA) განახლება. რის გამოც, 2017 წლის 11 დეკემბრიდან 15 დეკემბერის ჩათვლით, ღამის 00:00 სთ-დან დილის 07:00 სთ-მდე, გვირაბში აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა და სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა გადართულია რიკოთის საავტომობილი გვირაბის შემოსავლელ გზაზე.

კომენტარები