ბასილაია სააკაშვილზე: არაკანონიერი, დანაშაულებრივი გადაწყვეტილება იქნა მიღებული

არაკანონიერი, დანაშაულებრივი გადაწყვეტილება იქნა მიღებული მიხეილ სააკაშვილის დაკავების შესახებ. საერთოდ სამართლებრივი თვალსაზრისით რა პროცედურა განახორციელა სახელის დარქმევაც კი რთულია. ჩვენ გვახსოვს რომ ერთხელ ის უკვე იყო დაკავებული, შემდეგ ის იქნა გათავისუფლებული, ამის შემდეგ ხელმეორე დაკავება განხორციელდა სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე. ეს არის თვითნებობა ცალსახად და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება უკრაინის ხელისუფლების მხრიდან. ეს არის არა მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე ქმედებები, ეს არის არა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედებები, არამედ ეს არის პოლიტიკური ოპონენტის პოლიტიკური სცენიდან ჩამოშორების მცდელობა.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი საქართველოში, ბექა ბასიალაია, უკრაინაში მისი დაკავების შესახებ რუსთავი 2-ის ეთერში.

კომენტარები