რუსეთის ნაკრების აკრძალვა 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე

მედვედევი: ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებულია

რუსეთის პრემიერმინისტრის, დმიტრი მედვედევის თქმით საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილება რუსეთის ნაკრების 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე არ დაშვების შესახებ სპეციალურად გადადგმული ნაბიჯია, რათა წინა სააჩევნო გარემოზე მოახდინოს გავლენა.

"გადაწყვეტილება ჩვენს ქვეყანაში საპრეზიენტო არჩევნების მოახლოებისას მიიღეს, რაც მიზნად ისახავდა ჩვენს საზოგადოებაში გარკვეული განწყობის შექმნას. საზღვარგარეთ კარგად ესმით ის მნიშვნელობა, რასაც ჩვენი ქვეყანა სპორტულ წარმატებებს ანიჭებს. ჩვენი მილიონობით მოქალაქისათვის ეს გადაწყვეტილება მძიმე დარტყმა იყო" თქვა მედვედევმა სატელევიზიო ეთერში. მან მთავობის წინაშე გამოსვლისას საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ბრალდებებს სრული სიცრუე უწოდა.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ვლადიმირ პუტინი მიიღებს. მან ამის შესახებ განცხადება გუშინ, ნიჟნი ნოვგოროდში გააკეთა. პუტინმა ასევე თქვა ისიც, რომ ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილების გამო რუსეთი ოლიმპიადას ბოიკოტს არ გამოუცხადებს და ის ათლეტები, ვინც დოპინგის ტესტს წარმატებით ჩააბარებენ ნეიტრალური დროშის ქვეშ ასპარეზობას შეძლებენ. მისი თქმით აკრძალვა დასავლეთის მიერ წარმოებული რუსეთის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის ნაწილი და პოლიტიკურად მოტივირებულია.

რუსეთი საბოლოო გადაწყვეტილებას ოლიმპიური კომიტეტის აკრძალვის საპასუხოდ მომდევნო კვირას მიიღებს.

კომენტარები