მე არ ვაჩვენებ თავს, თითქოს საქართველოში პარტიის ლიდერი ვიყო. მე იქ საპატიო თავმჯდომარე ვარ. მაგრამ გარწმუნებთ, სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაშიც კი არ ვერევი. ეს ჯერ ისევ მთავარი ოპოზიციური პარტიაა საქართველოში. მე შემიძლია ვივარაუდო, რომ ისინი შემდეგ ნებისმიერ არჩევნებს მოიგებენ და ეს მათი გამარჯვება იქნება. მე არ ვცდილობ, მათი ლიდერი ვიყო. რა თქმა უნდა, უკრაინაში ვარ ოპოზიციაში და ეს ფაქტია. მე არასდროს ვიქნები პრეზიდენტი უკრაინაში. ვთქვი, რომ ვიყავი მზად გავმხდარიყავი პრემიერმინისტრი თუ ეს საჭირო იქნება. მზად ვარ, ეს პასუხისმგებლობა ავიღო. მე უკრაინელი პოლიტიკოსი ვარ. უკრაინელი აქტიური პოლიტიკოსი.
tbl.ge/2nvl
დაკოპირდა

ამერიკის ხმის ცნობით, საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვაშინგტონში, “კატონის ინსტიტუტში” გამართულო შეხვედრაზე კიევის ცენტრში აღმართული კარავიდან, სკაიპით ჩაერთო.
ამავე თემაზე
- თუ ჩემი პოლიტიკა არ მოსწონდა, როგორ აღმოჩნდა ამ გაუგებრობაში, ენმ-ში - სააკაშვილი მელიაზე
- აბსოლუტური ნაძირალა, მოღალატე - სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ნოღაიდელს დაუპირისპირდა
- სააკაშვილმა თავი შეუძლოდ იგრძნო და ადგილზე გაეწია სამედიცინო დახმარება - პენიტენციური
- სააკაშვილი: მე რომ გარეთ ვიყო, ამათ დავასრულებდი ერთ კვირაში
- ერთი საკნის დაშორებით ვართ, შეგვეძლო აქაც გაგვერკვია გაუგებრობა - სააკაშვილი მელიას




