მიხეილ სააკაშვილი

პესკოვი: სააკაშვილი უკრაინის თავის ტკივილია, ეგეთს მტერსაც არ ვუსურვებთ

ИЗВЕСТИЯ/Павел Бедняков

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის დაკავების ფაქტს გამოეხმაურა და საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს "თავის ტკივილი" უწოდა.

"სააკაშვილი უკრაინის თავის ტკივილია, ეგეთს მტერსაც არ ვუსურვებთ." - აღნიშნა პესკოვმა.

პრესმდივანმა განმარტა, რომ კრემლი რომელიმე კონკრეტულ მხარეს არ ემხრობა და დაამატა, რომ რუსეთში უკრაინას მტრად არ თვლიან.

"კიევი გვაკვირვებს, მაგრამ სააკაშვილი კიდევ უფრო მეტად. რთული გზაა - ჰალსტუხის ჭამიდან სახურავზე აძრომამდე." - დასძინა პესკოვმა.

მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში, საცხოვრებელი სახლის სახურავზე 5 დეკემბერს დააკავეს. გამოძიება მას დანაშაულებრივი ჯგუფის მხარდაჭერასა და მათი საქმიანობის დამალვას ედავება, რის გამოც საქმე, შესაძლოა, უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლით აღიძრა.  

კომენტარები