მდინარაძე სააკაშვილზე: მრცხვენია, რომ ეს კაცი ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი იყო

რა ინფორმაციებსაც ვისმენ, მრცხვენია, რომ ეს კაცი ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი იყო. ის მიმართავს ყველანაირ ავანტიურას რათა კვლავ დარჩეს აქტუალური. საქართველოში ეს აღარ მოხდება მისი მხრიდან, იმედია უკრაინელებიც მალე გაიცნობენ, მართალია, ჩვენ ცოტა დიდი ხანი მოვუნდით ამას, მაგრამ მაინც. რაც შეეხება სამართლებრივ პროცედურებს, როგორც ჩემთვის ცნობილია მოთხოვნა ექსტრადირების შესახებ რამდენჯერმე არის ჩვენი პროკურატურისგან გადაგზავნილი და საბოლოო ჯამში, შედეგი იქნება დამოკიდებული უკრაინულ მხრეზე. სააკაშვილმა, როდესაც ის იყო საქართველოს პრეზიდენტი, ჩაიდინა დანაშაულები, რაზეც შესაბამისი განაჩენებია დამდგარი. ეს არის საფუძველი იმის, რომ მისი საქართველოში ექსტრადიციის საკითხი რამდენჯერმე დადგა. სააკაშვილი ვერ შეძლებს საქართველოში აქტუალური გახდეს, რაც მას თავად სურს. აქედან გამომდინარე, ის იქნება პატიმარი საქართველოში თუ არა, პოლიტიკური ლანდშაფტი ამით არ შეიცვლება. 

საპარლამენტო უმრავლესობის ერთერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესახებ. სააკაშვილი დღეს კიევში დააკავეს.

კომენტარები