უკრაინელმა სამართალდამცავებმა მიხეილ სააკაშვილი ძალის გამოყენებით პოლიციის მიკროავტობუსში ჩასვეს, თუმცა ავტომობილი ადგილიდავ ვერ იძვრის, რადგანაც სააკაშვილის მხარდამჭერებს ქუჩა გადაკეტილი აქვთ.
სააკაშვილი მისი კორპუსის სახურავზე რამდენიმე წუთის წინ დააკავეს, ჯერჯერობით უცნობია, რას ედავებიან ოდესის ყოფილ გუბერნატორს.
პირდაპირი ეთერი:
დაკავებამდე დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში სააკაშვილი მისი კორპუსის სახურავზე იყო, საიდანაც მხარდამჭერებს მიმართავდა. სააკაშვილის განცხადებით, პეტრო პოროშენკო მის დაკავებას პუტინის მიერ გაცემული ბრძანების გამო გეგმავდა.
"არ მისცეთ მათ საშუალება ეს დანაშაული ჩაიდინონ. მათ სურდათ ჩემი გატაცება, მაგრამ არ გამოუვიდათ“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბინაში ჩხრეკას უკრაინის გენერალური პროკურატურა და უსაფრთხოების სამსახური ატარებს.
"ჩვენი სპეცდანიშნულების რაზმი უზრუნველყოფს გენერალური პროკურატურის მიერ საგამოძიებო ქმედებების ჩატარებას“, - განაცხადა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პრესმდივანმა.





