ავტოსაგზაო შემთხვევა

რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითად მოსიარულე მამაკაცი ემსხვერპლა

რუსთავში გვიან ღამით მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 54 წლის მამაკაცი ემსხვერპლა. თვითმხილველების თქმით, გადაჭარბებული სიჩქარით მიმავალი "მიცუბიში კოლტის" მარკის ავტომანქანა თავდაპირველად შუქნიშანზე მდგარ "მერსედესს" შეეჯახა, შემდეგ კი, ქვეითად მოსიარულე მამაკაცს. თავად "მერსედესის" მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და "შკოდას" და "ტოიტა ლენდკრუიზერს" დაეჯახა. 

მძღოლებიდან და მგზავრებიდან არავინ დაშავებულა. ქვეითი კი, კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა. ექიმების ინფორმაციით, მამაკაცს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმები ჰქონდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

კომენტარები