ჰარი პოტერი

კვლევის მიხედვით, ჰარი პოტერის კითხვა ადამიანს უკეთესს ხდის

Dailymail.com

სხვადასხვა უნივერსიტეტის ფსიქოლოგებმა კვლევა ჩაატარეს, რომლის მიხედვითაც ჰარი პოტერის კითხვა ადამიანს უკეთესს ხდის.

კვლევაში ვკითხულობთ, რომ "ჰარი პოტერის კითხვა ახალგაზრდა ადამიანებს ეხმარება სტიგმის მოხსნაში ემიგრანტების, ლტოლვილებისა და LGBT თემის მიმართ."

კვლევა შემდეგნაირად ჩაატარეს: მეხუთე კლასელების ერთ ჯგუფს ჰარი პოტერი წააკითხეს, მეორე ჯგუფს არა. განხილვებისას, იმ ადამიანებმა, რომლებმაც ჰარი პოტერი წაიკითხეს, ემიგრანტების მიმართ უფრო კარგი დამოკიდებულება გამოვლინეს, ვიდრე მათ - ვინც არა. უფრო მაღალ კლასებში ექსპერიმენტის შედეგად გამოვლინდა, რომ იმ მოსწავლეებმა, ვინ პოტერიადა წაიკითხეს, LGBT თემის მიმართ უფრო მეტი ტოლერანტობა გამოავლინეს, ვიდრე იმათმა, ვინც არ წაიკითხეს. 

კვლევის შედეგები არ ყოფილა მოულოდნელი, რადგან ჰარი პოტერის ავტორმა ჯ.კ როულინგმა თქვა, რომ "ჰარი პოტერის წიგნები არის მუდმივი არგუმენტი ტოლერანტობისა".

კომენტარები