თბილისის მერია

ვინ არიან თბილისის საქალაქო სამსახურების ახალი ხელმძღვანელები

თბილისის მერია

თბილისის ახალმა მერმა საქალაქო სამსახურების ახალი ხელმძღვანელები წარადგინა. კახა კალაძის თქმით, "თბილისის სწორი განვითარება დგას ჩემი, თქვენი, თითოეული თანამშრომლის პროფესიონალიზმზე, მონდომებაზე და რაც მთავარია სურვილზე - ვემსახუროთ თბილისს". თბილისის მერის განცხადებით, ის, პირველ რიგში, მოითხოვს თითოეული სამსახურის მუშაობის გამჭვირვალობას და მაქსიმალურ კომუნიკაციას საზოგადოებასთან.

"თბილისელებმა უნდა იცოდნენ თქვენი საქმიანობა, რას აკეთებთ კარგად, ან რა უნდა გააკეთოთ უფრო კარგად, რა არის დასახვეწი ან რაში გჭირდებათ საზოგადოების გვერდში დგომა. ჩვენ მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობა უნდა მოვახერხოთ დედაქალაქზე ზრუნვის პროცესში,“- აღნიშნა კახა კალაძემ დედაქალაქის მერიაში გამართულ ბრიფინგზე.

  • ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაცია - ვლადიმერ ჭიღლაძე 
  • იურიდიული საქალაქო სამსახური - სერგო ბირკაძე 
  • საფინანსო საქალაქო სამსახური - გაიოზ თალაკვაძე 
  • ზედამხედველობის საქალაქო სამსახური - გიორგი ბაგრატიონი 
  • ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური - გელა ჩივიაშვილი 
  • კულტურის საქალაქო სამსახური - სოფიო ხუნწარია 
  • განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური - ირაკლი გვილავა 
  • ტრანსპორტის საქალაქო სამსახური - მამუკა მუმლაძე 
  • ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური - გიგა გიგაშვილი 
  • შესყიდვების საქალაქო სამსახური - გიორგი პაპავა 
  • კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური - გივი კუბლაშვილი 
  • უსაფრთხოების საქალაქო სამსახური - ნიკოლოზ ჭონქაძე 
  • ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახური - ანდრია ბასილაია.

კომენტარები