ახალი ამბებიგრძლად საკითხავი
ახალი ამბებიგრძლად საკითხავიარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
ბაქო-თბილისი-ყარსი

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე პირველი მატარებელი დაიძრა

ორშაბათი, 30 ოქტომბერი, 2017 - 16:53
tbl.ge/2lgd
დაკოპირდა

ისტორიაში პირველი მატარებელი, რომელიც რომელიც აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს დააკავშირებს უკვე დაიძრა. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გახსნის საზეიმო ცერემონიაში მონაწილეობა აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევმა, საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილმა, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, ასევე ყაზახეთის პრემიერმინისტრმა ბაკიტჟან საგინტაევმა და უზბეკეთის პრემიერმინისტრმა აბდულა არიპოვმა გახსნეს.

რკინიგზის გახსნის ამსახველი ფოტოები:

პირველი მატარებელი, რომელიც ხაზზე გაივლის ყაზახეთიდან თურქეთში მიდის, მას ხორბალი მიაქვს.  

"რა თქმა უნდა, ყველაზე მთავარი გახლავთ ის, რომ აქ წარმოდგენილი ქვეყნების ერთობის დემონსტრირება ხდება სწორედ ამ პროექტით, რასაც დღეს ვხედავ. დარწმუნებული ვარ, მსგავსი პროექტებით და რაც მთავარია, ერთმანეთის გვერდით დგომით კიდევ უფრო გავაღრმავებთ კავშირებს, რომლებიც წარმატების მომტანი იქნება ჩვენი ქვეყნებისა და ჩვენი რეგიონისთვის", - მაგისტრალის გახსნაზე განაცხადა კვირიკაშვილმა.

საქართველოზე ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის 254-კილომეტრიანი მონაკვეთი გადის, აქედან 29 კილომეტრის მაგისტრალი სრულიად ახალია. ახალ რკინიგზას ექნება პოტენციალი წელიწადში 1 მილიონი მგზავრი გადაიყვანოს და პირველ ეტაპზე 6.5 მილიონი ტვირთი გაატაროს. საბოლოოდ, რკინიგზის გამტარუნარიანობის 17 მილიონ ტონამდე გაზრდა იგეგმება. რკინიგზა ექსპლოატაციაში 2018 წელს შევა.

რკინიგზას აზერბაიჯან-ყაზახეთს შორის არსებული საბორნე ხაზით ჩინური ტვირთების ევროპაში ტრანსპორტირება 15 დღეში შეეძლება.

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტის განხორციელება 2007 წელს დაიწყო, მშენებლობა კი - 2008 წელს. 

საქართველოს მონაკვეთზე პირველმა სატესტო მატარებელმა ჯერ კიდევ 2015 წლის დეკემბერში გაიარა. პროექტის შეფერხების ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი თურქეთის მხარეს რკინიგზის მშენებლობის დაბალი ტემპი გახდა. 

საქართველოს რკინიგზის გადაზიდვები გასული 5 წლის განმავლობაში 40%-ზე მეტად შემცირდა. 2012 წელს საქართველოს რკინიგზამ 20 მილიონი ტონა ტვირთი გადაზიდა, 2016 წელს კი ეს მაჩვენებელი მხოლოდ 11.9 მილიონ ტონას შეადგენდა. ახალი რკინიგზის გახსნა კი საქართველოს სატრანსპორტო მაგისტრალს განვითარების ახალ შესაძლებლობას მისცემს.

ბაქო-თბილისი-ყარსირკინიგზაილჰამ ალიევიაზერბაიჯანიტრანსპორტითურქეთირეჯეფ თაიფ ერდოღანიგიორგი კვირიკაშვილინურსულთან ნაზარბაევიყაზახეთიუზბეკეთი

ამავე თემაზე

  • სამშაბათი, 16 მაისი, 2023 - 16:46ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის საქართველოს მონაკვეთი დროებით დაიხურა
  • ორშაბათი, 30 ოქტომბერი, 2017 - 12:19ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზას წელიწადში 1 მილიონი მგზავრის გადაყვანა შეეძლება
  • ორშაბათი, 30 ოქტომბერი, 2017 - 11:49დღეს აზერბაიჯანში ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გახსნის ცერემონია იმართება
  • ოთხშაბათი, 16 დეკემბერი, 2015 - 12:26ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე საცდელმა მატარებელმა გაიარა
  • ოთხშაბათი, 28 იანვარი, 2015 - 13:58ახალქალაქი-კარწახის სარკინიგზო მონაკვეთზე პირველი სატესტო მატარებელი გაივლის

კომენტარები

ბოლო სიახლეები

თუ თავმჯდომარე გავხდები, ალიანსიდან გამოსვლის საკითხს დავაყენებ - ჟორჟოლიანი
ოთხშაბათი, 24 ივნისი, 2026 - 00:04

თუ თავმჯდომარე გავხდები, ალიანსიდან გამოსვლის საკითხს დავაყენებ - ჟორჟოლიანი

რუსეთის მთავარ ნავთობგადამამუშავებელ რეგიონში ბენზინის გაყიდვაზე შეზღუდვები დაწესდა
სამშაბათი, 23 ივნისი, 2026 - 22:03

რუსეთის მთავარ ნავთობგადამამუშავებელ რეგიონში ბენზინის გაყიდვაზე შეზღუდვები დაწესდა

Meduza-ს წყარო თვლის, რომ კრემლში ოკუპირებული ცხინვალის შეერთებას ხელახლა განიხილავენ
სამშაბათი, 23 ივნისი, 2026 - 21:05

Meduza-ს წყარო თვლის, რომ კრემლში ოკუპირებული ცხინვალის შეერთებას ხელახლა განიხილავენ

24 ივნისს ელენე ხოშტარიას ციხეში მოინახულებს მისი მკურნალი პროფილური ექიმი – დროა
სამშაბათი, 23 ივნისი, 2026 - 20:50

24 ივნისს ელენე ხოშტარიას ციხეში მოინახულებს მისი მკურნალი პროფილური ექიმი – დროა

მაღაზიაში გასამრჯელოს გარეშე მუშაობას, მოწყალების თხოვნას აიძულებდა - პირს 8 წელი მიესაჯა
სამშაბათი, 23 ივნისი, 2026 - 20:38

მაღაზიაში გასამრჯელოს გარეშე მუშაობას, მოწყალების თხოვნას აიძულებდა - პირს 8 წელი მიესაჯა

ყველაზე კითხვადი

ბელარუსის ოპოზიციამ ზელენსკი გააფრთხილა, რომ ლუკაშენკოს ომში ჩართვის გეგმები აქვს
1ბელარუსის ოპოზიციამ ზელენსკი გააფრთხილა, რომ ლუკაშენკოს ომში ჩართვის გეგმები აქვს
2მარნეულში მორწმუნეებმა ხამენეის პლაკატის წინაშე რელიგიური სიმღერა შეასრულეს (VIDEO)
3რუსეთმა შავ ზღვაში ოთხ სავაჭრო გემზე იერიში მიიტანა – დაიღუპა ერთი მეზღვაური
4ლავროვი იმუქრება, რომ საჭიროების შემთხვევაში ბელარუსს "მთელი ზომების კომპლექსით" დაიცავენ
5სატვირთოს მძღოლი, რომელიც რკინის კონსტრუქციებში მოყვა, დაიღუპა

ბოლო ვიდეო

თბილისში კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს, დაკავებულია ყაზახეთის 2 მოქალაქე – შსს
სამშაბათი, 23 ივნისი, 2026 - 10:54თბილისში კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს, დაკავებულია ყაზახეთის 2 მოქალაქე – შსს

გირჩევთ

საპატრიარქო კანდიდატობის კრიტერიუმები და ეპისკოპოსობა ეკლესიაში
გიორგი ხობუა
საპატრიარქო კანდიდატობის კრიტერიუმები და ეპისკოპოსობა ეკლესიაში
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში