კენედის საქმის მასალები

აშშ-მა ჯონ კენედის მკვლელობის საქმის 2800 დოკუმენტი გაასაჯაროვა

Wikipedia

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ პრეზიდენტ ჯონ ფიცჯერალდ კენედის მკვლელობის საქმის მასალების ნაწილი გაასაჯაროვა. 

1992 წელს მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, უკვე საჯაროა 2800 ჩანაწერი, თუმცა კიდევ 300, ეროვნული უსაფრთხოების, კანონის უზენაესობის და საერთაშორისო ურთიერთობების ინტერესებიდან გამომდინარე, კვლავ საიდუმლოდ რჩება. ტრამპის მიმართვის საფუძველზე, ისინი საზოგადოებისთვის დაფარული 180 დღის განმავლობაში დარჩება. 

ერთ-ერთი გასაჯაროებული დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ CIA-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, კენედის მკვლელი, ლი ჰარვი ოსვალდი ტელეფონით უკავშირდებოდა KGB-ის ოფიცერს მექსიკაში, რუსეთის საელჩოში კენედის მკვლელობამდე ორი თვით ადრე.

"ოსვალდი იდენტიფიცირებულ KGB-ის ოფიცერს, რუსეთის ელჩს, ვალერი ვალდიმიროვიჩ კოსტიკოვს დამტვრეული რუსულით ესაუბრებოდა". 

დოკუმენტში ნათქვამია, რომ KGB-ის აგენტისთვის უჩვეულოა ასეთ სენსიტიურ მისიაში ღია და კონტაქტის ქონა საბჭოთა საელჩოსთან. თუმცა, შეიძლება ეს უშუალოდ აგენტის დაუდევრობით იყოს გამოწვეული. 

დოკუმენტებში ასევე წერია, რომ FBI-მ მიიღო მუქარის ზარები, რომ ოსვალდს მოკლავდნენ. 

გამოძების ფედერალური ბიუროს მაშინდელმა ხელმძღვანელმა, ჯონ ედგარ ჰუვერმა 1963 წლის 24 ნოემბერს თქვა, რომ მას "დალასის ოფისში მშვიდი ხმით მოსაუბრე კაცმა დაურეკა და უთხრა, რომ ის იმ კომიტეტის წვერი იყო, რომელიც ორგანიზებას ოსვალდის მკვლელობას უწევდა.

"მან კიდევ ერთხელ მოგვთხოვა შესაბამისი დაცვის გარანტია, თუმცა, როგორც ჩანს, მათ ეს არ გააკეთეს", - თქვა ჰუვერმა. 

ოსვალდის მკვლელმა, ჯეკ რუბიმ ერთხელ თქვა, რომ ის მარტო მოქმედებდა. მაშინ არ იყო ცხადი, მან დარეკა თუ არა მუქარის შემცველი ტექსტით FBI-ის დალასის ოფისში.

ჯონ ფიცჯერალდ კენედი 1963 წლის 22 ნოემბერს ტექსასის შტატში მოკლეს. ლი ჰარვი ოსვალდი მკვლელობიდან 90 წუთში დააკავეს, თუმცა, ეს საქმე დღემდე ერთ-ერთ ყველაზე რთულად გასახსნელ საქმედ არის მიჩნეული. კითხვები სწორედ ოსვალდის მკვლელობამ გააჩინა. 

კენედის მკვლელობის საქმის მასალების გასაიდუმლოების გადაწყვეტილება აშშ-ის კონგრესმა სპეციალური განკარგულებით, 1992 წელს მიიღო. მასში ნათქვამი იყო, რომ არქივის გახსნა 25 წლის შემდეგ, 2017 წელს იქნებოდა შესაძლებელი. 

ისტორიკოსები, რომლებიც კენედის მკვლელობას შეისწავლიან, ამ დოკუმენტებში სენსაციას არ ელოდებიან. მათი თქმით, ისინი არ ფიქრობენ, რომ მკვლელობის შესახებ დასკვნა, რომ დამნაშავე მხოლოდ ლი ჰარვი ოსვალდია და ის მარტო მოქმედებდა, შეიცვლება. თუმცა, ეს დოკუმენტები ამერიკელებს 35-ე პრეზიდენტის მკვლელობის შესახებ სრულ ინფორმაციას მისცემს. 

კომენტარები