არჩევნები 2017

რ2: ზაალ უდუმაშვილი პოლიტიკაში რჩება და პარტიაში წამყვან თანამდებობას დაიკავებს

facebook.com/pg/zalikoudumashvili

ზაალ უდუმაშვილი პოლიტიკაში რჩება და პარტიაში ერთ-ერთ წამყვან თანამდებობას დაიკავებს.

ინფორმაციას ამის შესახებ რუსთავი 2 ავრცელებს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თბილისის მერობის კანდიდატი ტელეკომპანიასთან ამბობს, რომ პარტიაში კონსულტაციები მიმდინარეობს და გადაწყვეტილება მოგვიანებით გახდება ცნობილი.

"დამთავრდა წინასაარჩევნო კამპანია და არჩევნები, ძალიან რთული და ძალიან მძიმე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დამთავრდა ჩემი პოლიტიკური ცხოვრება. პირიქით, ახლა უფრო მეტი ენთუზიაზმით და უფრო მეტი ძალებით განვაგრძობ პოლიტიკურ ცხოვრებას. კონკრეტულად რა პოსტზე და თანამდებობაზე პარტიაში, ამას ოდნავ მოგვიანებით შეიტყობთ. ახლა მიმდინარეობს კონსულტაციები და რამდენიმე დღეში ალბათ გამოვაცხადებთ ზუსტად რა ფორმით იქნება ჩემი წარდგენა პარტიაში", - აცხადებს უდუმაშვილი.

კომენტარები