არჩევნები 2017

თაქთაქიშვილი ევროპულ საქართველოს: თქვენი თანამონაწილეობით დაგვასუსტა ივანიშვილმა

პარტიას, რომელმაც ოპოზიციის დასუსტების ივანიშვილისეული სცენარი დევნილ მესამე პრეზიდენტზე შეტევით, დიდი ფულით და ენმ-სთვის მანდატების და ამომრჩეველთა ნაწილის მოპარვით ზედმიწევნით კარგად შეასრულა, თავხედობა ყოფნის, რომ ენმ დაადანაშაულოს მეორე ტურზე უარის გამო.

დიახ, მეორე ტურში მონაწილეობით არ შევქმნით ილუზიას, რომ აქ სამართლიანი არჩევნები შესაძლებელია! არ შევქმნით ილუზიას, რომ ოლიგარქის მოედანზე უთანასწორო ბრძოლას აქვს აზრი! 

უსამართლო ბრძოლაში დამარცხება სირცხვილი არ არის! დიახ, დავმარცხდით! დიახ, თქვენი თანამონაწილეობით კიდევ უფრო დაგვასუსტა ივანიშვილის რეჟიმმა! მაგრამ ძალას მოვიკრებთ, ფეხზე წამოვდგებით, გავიზრდებით, ხალხსაც ავიყოლიებთ და არ დავემორჩილებით ამ რეალობას მანამ, სანამ არ გავიმარჯვებთ! შეგუებით კი არასოდეს შევეგუებით! ესაა ჩვენს შორის განსხვავებაც!

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი ევროპულ საქართველოს მიმართავს. ცნობისთვის, მეორე ტურში მონაწილეობაზე უარის თქმის შესახებ ენმ-ის გადაწყვეტილება ევროპული საქართველოს დეპუტატმა გიგა ბოკერიამ "სერიოზულ შეცდომად" შეაფასა.

კომენტარები