არჩევნები 2017

ბოკერია: უარი II ტურზე ირიბად უწყობს ხელს ივანიშვილს დანერგოს უიმედობა არჩევნებისადმი

ეს გადაწყვეტილება არის სერიოზული შეცდომა. ჩვენ ყველას გვაქვს საფუძველი აღშფოთების, იმ მეთოდების გამო, რასაც ოცნება იყენებს საარჩევნოდ. მათი ერთერთი მთავარი ინსტრუმენტი არის უიმედობის დანერგვა არჩევნების მიმართ და ჩვენ დემოკრატიულმა ოპოზიციამ ჩვენი გადაწყვეტილებებით არ უნდა შევუწყოთ მათ ხელი.

ევროპული საქართველოს პოზიცია იყო და არის რომ მეორე ტურში დაგვეჭირა მხარი ნებისმიერი პროდასავლური კანდიდატისთვის თბილისშიც მათ შორის, ვინც არ უნდა ყოფილიყო ეს ელისაშვილი თუ უდუმაშვილი. გაუგებარია თუ თბილისში ყველა ამას ვაპირებდით საჯაროდ, ქუთაისმა რა დააშავა, სადაც ოპოზიციამ ჯამში მეტი ხმის შენარჩუნება შეძლო. ირიბადაც არ უნდა შევუწყოთ ხელი ივანიშვილის გუნდს არჩევნების მიმართ უიმედობის დანერგვაში.

მთავარი საქმე, რაც ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ დემოკრატიულმა ოპოზიციამ, ეს არის ბევრი ამომრჩევლის მოყვანა რათა გავანეიტრალოთ ის მეთოდები რითაც ოცნება ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნებას. უმძიმესი საარჩევნო კამპანია იყო უმძიმესი დარღვევებით, მაგრამ გამოსავალი რა არის?! თბილისში თუ ყველა ვცდილობდით შეგვენარჩნებინა მეორე ტური და მხარი დაგვეჭირა ერთიანი კანდიდატისთვის, რა შეიცვალა, ქუთაისი განსხავებული არის?

მეორე ტურში მონაწილების მიღება ენმ-ის გადასაწყვეტია და ამაში ვერავინ ჩაერევა, მაგრამ ისე მეორე ტურები მარტო მათ არ მოუპოვებიათ, მთელმა ოპოზიციამ მოიპოვა. ამიტომ სრული პოლიტიკური უფლება გვაქვს ეს გადაწყვეტილება შევაფასოთ, როგორც სერიოზული შეცდომა და ირიბად ხელის შეწყობა ივანიშვილის გუნდისათვის, რომ დაინერგოს უიმედობა არჩევნების მიმართ.

ვეროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია ემნ-ის გადაწყვეტილების შესახებ, რომლის მიხედვითაც ისინი მეორე ტურებში მონაწილეობას არ მიიღებენ.

კომენტარები