არჩევნები 2017

სხვაობა პარტიებისა და მათი მერობის კანდიდატების მიერ მიღებულ ხმებს შორის

flickr.com

ცესკოს მონაცემებით, თბილისის საკრებულოს არჩევნებში პრაქტიკულად ყველა პოლიტიკურმა პარტიამ იმაზე უკეთესი შედეგი აჩვენა, ვიდრე მათმა კანდიდატებმა მერობის არჩევნებზე აჩვენეს. პოლიტიკურ პარტიასთან შედარებით ყველაზე ცუდი შედეგი ირმა ინაშვილსა და გიორგი გუგავას ჰქონდათ.

პატრიოტთა ალიანსმა არჩევნებზე 5.62% აიღო, მისმა მერობის კანდიდატმა ირმა ინაშვილმა კი ამაზე 2.6%-ით ნაკლები, 3.6% აიღო. ლეიბორისტულმა პარტიამ კი 3.9% აიღო, გიორგი გუგავას მხარდაჭერამ კი მხოლოდ 0.9% შეადგინა.

სხვაობა პარტიებისა და მათი მერობის კანდიდატების მიერ მიღებულ ხმებს შორის:

  1. ევროპული საქართველო - 9.2%, ელენე ხოშტარია - 7.2% (სხვაობა 2%)
  2. დემოკრატიული მოძრაობა - 3.2%, კახა კუკავა - 1.2% (სხვაობა 2%)
  3. ენმ - 17.6%, ზაალ უდუმაშვილი - 16.6% (სხვაობა 1%)
  4. პატრიოტთა ალიანსი - 5.6%, ირმა ინაშვილი - 3% (სხვაობა 2.6%)
  5. ლეიბორისტები - 3.9%, გიორგი გუგავა - 1% (სხვაობა 2.9%)
  6. ახალი საქართველო - 3.5%, გიორგი ვაშაძე - 2% (სხვაობა 1.5%)
  7. ქართული ოცნება - 53%, კახა კალაძე - 51.1% (სხვაობა 2%)

პარტიებსა და მათ კანდიდატების პროცენტებს შორის არსებული სხვაობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშველოვანი მიზეზი სავარაუდოდ, დამოუკიდებელი კანდიდატის, ალეკო ელისაშვილის მიერ 17.5%-ის მიღება იყო.

კომენტარები