არჩევნები 2017

კალაძე: საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა სირცხვილი არ უნდა იყოს

დღეს სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით სერიოზული პრობლემები არსებობს და ჩვენ დაგეგმილი გვაქვს კონკრეტული პროექტების განხორციელება. როგორიც არის, მაგალითად, არსებული ყვითელი ავტობუსების პარკის ჩანაცვლება 700 ახალი, ეკოლოგიურად სუფთა, ევროპული ტიპის ავტობუსით. მერიამ 145 ახალი ავტობუსი შემოიყვანა, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა მას, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ჩვენ დამატებით გვჭირდება 700 ავტობუსი, იმისთვის, რომ დედაქალაქის მოსახლეობის უზრუნველყოფა მოვახდინოთ და გავხადოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი კომფორტული, არამხოლოდ კომფორტული, პოპულარულიც - სირცხვილი არ უნდა იყოს საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა. დაგეგმილი გვაქვს ასევე მეტროს მოდერნიზება, როგორც ვაგონების, ასევე მეტროსადგურების.

ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე დედაქალაქის მართვის პოლიტიკის წარდგენისას.

კომენტარები