18 ოქტომბერს, ვაკე-საბურთალოს ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

newcastle.gov.za

დღეს, 18 ოქტომბერს, ვაკის და საბურთალოს ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდება. თელასი მიზეზად ქსელის გაუმჯობესებას და ქსელზე ახალი აბონენტების მიერთებას ასახელებს.

ვაკის რაიონი

11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

13 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები