გურია

გურიაში 70 წლამდე მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

metro.us

გურიაში, ოზურგეთის რაიონში 70 წლამდე მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი, წინასწარი ინფორმაციით, გულის შეტევა გახდა. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, გარდაცვლილი არხში ჩავარდნილი იპოვეს.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები