და ვინჩი

სალვატორ მუნდი, და ვინჩის ნახატი უცნაური ისტორიით შესაძლოა 100 მილიონ დოლარად გაიყიდოს

სალვატორ მუნდი, იგივე მსოფლიოს მხსნელი - ლეონარდო და ვინჩის ნახატი, რომელიც დაახლოებით 1500 წელს შეიქმნა (დაახლოებით იმავე პერიოდში, როდესაც მონა ლიზა), მალე 100 მილიონ აშშ დოლარად შეიძლება გაიყიდოს. ის ერთ-ერთია და ვინჩის 15 ნახატიდან. ქრისტეს გამოსახულება კრისტის აუქციონზე, 15 ნოემბერს როკფელერ პლაზაში გაიყიდება.

ნახატი წარსულში დაიკარგა და მისი ისტორიაც მიიწყეს, გამოსახულებას სახე და თმაც გადაახატეს. ის ორჯერ იაფად გაიყიდა. 2005 წელს სალვატორ მუნდი ამერიკელმა ბიზნესმენმა შეიძინა და ნამდვილი წარმომავლობა 6-წლიანი გამოძიების შემდეგ დადგინდა. 

კომენტარები