არჩევნები 2017

კალაძე: ოპოზიცია ებრძვის ბიძინა ივანიშვილს, რადგან მათ არ უნდათ კმაყოფილი ოჯახები

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში კონკრეტული ე.წ. ოპოზიციური პარტიები მიზანმიმართულად ცდილობენ „ქართული ოცნების“, ბიძინა ივანიშვილის დისკრედიტაციას, რომ თითქოს ჯგუფმა „ქართუმ“ ერთ ლარად მიითვისა მიწები და ა.შ. ქალაქის ეკონომიკის განვითარებისთვის ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი და დაახლოებით 400 მილიონი დოლარი იხარჯება მის განხორციელებაში.

დღეის მდგომარეობით 18 000-მდე ადამიანი არის დასაქმებული და როდესაც დასრულდება სამუშაოები, შეიქმნება 1800 მუდმივი სამუშაო ადგილი. ზუსტად ამ ყველაფრის გათვალისწინებით და ამის გამო იბრძვის დღევანდელი ოპოზიცია, ებრძვის ბიძინა ივანიშვილს, რადგან მათ არ უნდათ ქვეყნის განვითარება, არ უნდათ შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები და იყვნენ კმაყოფილი ოჯახები.

ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე ნაძალადევის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრისას.

კომენტარები