არჩევნები 2017

კალაძე ეკოლოგიაზე: გვაქვს ამბიცია, რომ 4 წელში რადიკალური განსხვავება იყოს

გვაქვს ამბიცია, რომ ოთხ წელიწადში ქალაქში რადიკალური განსხვავება იყოს ეკოლოგიური თვალსაზრისით. ამისთვის საჭიროა კომპლექსური მიდგომა. ახალი მწვანე სივრცეების შექმნისა და არსებული პარკებისა თუ სკვერების რეაბილიტაციის გარდა, ამ მიმართულებით დიდი მნიშვნელობა მიენიჭება საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას, რადგან გამონაბოლქვი სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ქაოტური განაშენიანების პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდება ამ ქალაქში. გვეყო ის, რაც გავაკეთეთ ბოლო 25 წლის განმავლობაში - დავამახინჯეთ დედაქალაქი და უკვე ამის უფლება აღარ გვაქვს. ამ მიმართულებით თუ არ გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები, რამდენიმე წელიწადში ქალაქში სუნთქვა შეუძლებელი იქნება. მშენებლობების წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა განხორციელდეს სწორად და ხარისხიანად.

ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატი ჩუღურეთის მოსახლეობასთან შეხვედრაზე.

კომენტარები