ლუვრი აბუ-დაბიში

11 ნოემბერს აბუ-დაბიში ლუვრის ფილიალი გაიხსნება

Louvre Abu Dhabi

11 ნოემბერს არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალქ აბუ-დაბიში პარიზის ლუვრის მუზეუმის ფილიალი გაიხსნება. თავდაპირველად გახსნა 2012 წლისათვის იგეგმებოდა, თუმცა გლობალური ფინანსური კრიზისის და ნავთობის ფასების ვარდნის გამო ჯერ 2016 წლამდე, ხოლო შემდეგ 2017 წლის ბოლომდე გადაიდო.

„ლუვრი პარიზის სამეფო ბრილიანტია, და შესაბამისად აბუ-დაბის ლუვრის ბედია იქცეს მსგავს ღირსშესანიშნაობად მსოფლიოს ამ ნაწილში“ თქვა გაერთიანებული საამიროების კულტურის მინისტრმა მუზეუმის გახსნის დაანონსებისას.

შენობის დიზაინი პრიცკერის პრემიის მფლობელ ფრანგ არქიტექტორ ჟან ნუველს ეკუთვნის. მუზეუმში 23 მუდმივმოქმედი გალერეა იქნება რომელიც 600-ზე მეტ ექსპონატს დაიტევს. გახსნის წელს მუზეუმში წარმოდგენილი იქნება ისეთი მხატვრების ნახატები, როგორებიც არიან ლეონარდო და ვინჩი, კლოდ მონე, ანრი მატისი და სხვები. დროებითი გამოფენებისათვის პირველი წლის მანძილზე ექსპონატებს საფრანგეთის სხვადასხვა მუზეუმებიდან, მათ შორის ლუვრიდან ჩამოიტანენ.


ფოტო: Louvre Abu Dhabi

ფოტო: Louvre Abu Dhabi

ფოტო: Louvre Abu Dhabi

კომენტარები