დასავლეთ ლონდოში, პარსონს გრინის სადგურზე მატარებლის ვაგონში აფეთქება მოხდა. სოციალურ მედიაში ვრცელდება ცეცხლმოკიდებული პლასტმასის სათლის სურათები რომელშიც მავთულები ჩანს.
ფოტო: DailyMail
პოლიცია მატარებელში ბომბის არსებობის ვერსიას ჯერ არ ადასტურებს.
დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. დაშავდა რამდენიმე ადამიანი, რომელთაც სხვადასხვა სახის დამწვრობები მიიღეს.