ცხოვრება/სტილი

18 სიტუაცია, რომელსაც მხოლოდ ის გაიგებს, ვინც ყველგან დროზე ადრე მიდის

არაპუნქტუალური ადამიანები ხშირად ხდებიან ხოლმე განსჯისა და კრიტიკის ადრესატები, რის გამოც, ზოგიერთ ადამიანს პანიკური შიში აქვს ნებისმიერ ადგილას დაგვიანების და ამიტომაც, ისინი ყველგან იმაზე ადრე მიდიან დანიშნულების ადგილას, ვიდრე დაგეგმილია. 

წარმოგიდგენთ 18 სიტუაციას, რომელსაც მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიგებთ, თუკი ზემოხსენებული პიროვნება ხართ

1. აზრი, რომ სადმე შეიძლება დაიგვიანოთ, საშინლად არაკომფორტულად გაგრძნობინებთ თავს



2. იმაზე ფიქრი, რომ ვიღაც სადღაც გელოდებათ, უბრალოდ, აუტანელია


3. და საერთოდ არც კი უშვებთ იმ აზრს, რომ შესაძლოა მატარებელს ან ავტობუსს ვერ მიუსწროთ


4. ლამის პიროვნულ შეურაცხყოფად იღებთ, როცა ვინმე თქვენთან შეხვედრაზე აგვიანებს

5. განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს ვიღაც თავს შემდეგი ფრაზით იმართლებს "დრო გამექცა"

6. და, უბრალოდ, არ შეგიძლია, რომ თავი შეიკავო და არ აკრიტიკო ადამიანები, რომლებიც მუდმივად აგვიანებენ

7. ძალიან დიდ დროს ატარებთ მარტო კაფეებსა და რესტორნებში, სანამ თქვენი მეგობრები გამოცხადდებიან

8. როგორც კი 5 წუთით მაინც დაიგვიანებენ, მაშინვე იწყებთ ყოველ ორ წამში ერთხელ მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნას "სად ხარ?", "როდის მოხვალ?", "მალე მოხვალ?", "???"

9. წვეულებებზე ყოველთვის პირველი მიდიხართ და მარტო ხართ, სანამ სხვა ადამიანები შემოგიერთდებიან

10. ცხოვრებაში სულ რამდენიმე შემთხვევა გახსენდებათ, როცა სადმე დაგიგვიანიათ იმიტომ, რომ მერე პატარა გულის შეტევა გექნებათ

11. ყველაზე ცუდი კი ის მომენტებია, როცა გიწევს სხვა ადამიანებისთვის ლოდინი გიწევთ ხოლმე, სანამ ისინი გაემზადებიან, რათა ერთად გახვიდეთ

12. თუკი თქვენი პარტნიორი ან ახლო მეგობარი არაპუნქტუალური ადამიანია, ამასთან შეგუება გიწევთ. როგორც წესი, მათ განგებ ეუბნებით არასწორ დროს, რომ ასე მაინც მოვიდნენ დროულად

13. არაერთხელ ყოფილა შემთხვევა, როცა სადღაც კუთხეში იცდით იქამდე, სანამ ადგილზე მისასვლელად ადეკვატური დრო მოვა

14. თქვენთვის წარმოუდგენლად რთულია, რომ სამარცხვინოდ ადრე არ მიხვიდეთ სამსახურის გასაუბრებასა თუ პაემნებზე

15. ადრე მისვლას თავისი პლუსებიც აქვს - მაგალითად, შეგიძლიათ დაისვენოთ, სიმშვიდეში მიირთვათ ყავა და წაიკითხოთ

16. თუმცა, სინამდვილეში მთელ დროს იმაში ატარებთ, რომ მაქსიმალურად დაკავებული გამოჩნდეთ თქვენი სმარტფონით

17. ეს თქვენი არჩევანი არ ყოფილა

კომენტარები