მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილის ავტობუსი ლვოვისკენ დაიძრა

რუსთავი 2

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ტერიტორიაზე იმყოფება. დაახლოებით ერთი საათის წინ, მისმა მხარდამჭერებმა გაარღვიეს სასაზღვრო გამშვები პუნქტი შეგინი და ის უკრაინის ტერიტორიაზე გადაიყვანეს. სპეცრაზმს მათი შეჩერება არ უცდია. 

უკრაინის ტერიტორიაზე გადასულმა სააკაშვილმა მხარდამჭერებს მიმართა. ის რამდენიმე წუთის წინ ავიდა ავტობუსში, რომელიც რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ლვოვისკენ მიემართება.

სააკაშვილთან ერთად, პარტია ბატკივშინას ლიდერი იულია ტიმოშენკო იმყოფება. 

კომენტარები