მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის საზღვართან იმყოფება

Reuters

მიხეილ სააკაშვილი უკვე პოლონეთ-უკრაინის საზღვართან იმყოფება. ის იულია ტიმოშენკოსთან და ევროპელ დეპუტატებთან ერთად რკინიგზის სადგურთან ავტობუსით გაემგზავრა. ის საზღვრის გადაკვეთას რამდენიმე წუთში შეეცდება.

მიხეილ სააკაშვილმა პერემიშლის ბაქანზე გაჩერებული მატარებელი დაახლოებით ერთი საათის წინ დატოვა.

პერემიშლის სადგურზე უკრაინის მოთხოვნის გამო მატარებელი ორ საათზე მეტი დროით იყო გაჩერებული. 

სააკაშვილი უკრაინაში შესვლას თავდაპირველად კრაკოვიცას სასაზღვრო პუნქტიდან ავტობუსით გეგმავდა, თუმცა შემდგომში მან ქვეყანაში შესვლა მატარებლით გადაწყვიტა. იმის გამო რომ მატარებელს დაძვრის უფლება არ მისცეს სააკაშვილმა ისევ ავტობუსში გადაინაცვლა. 

კომენტარები