მიხეილ სააკაშვილმა პერემიშლის ბაქანზე გაჩერებული მატარებლის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ სააკაშვილმა რამდენიმე წუთის წინ განაცხადა.
სააკაშვილმა ამ გადაწყვეტილების არგუმენტად ის დაასახელა, რომ მას არ სურს პრობლემები შეუქმნას სხვა მგზავრებს, რომელთა შორის მცირეწლოვანი ბავშვებიც არიან.
სააკაშვილი საზღვრის გადაკვეთას იულია ტიმოშენკოსთან და ევროპარლამენტარ სარიუშ ვოლსკისთან ერთად გეგმავს.
მატარებლის გაჩერებიდან მალევე ერვოპარლამენტარი, სარიუშ ვოლსკი საკითხის გარკვევას პოლონურ მხარესთან ცდილობდა და განაცხადა, რომ მატარებელი დაიძვრებოდა, თუმცა, მატარებელი არ დაძრულა.
სააკაშვილი თავდაპირველად უკრაინაში ჩასვლას ავტობუსით, კრაკოვიცას საზაზღვრო პუნქტის გავლით გეგმავდა, თუმცა შემდგომში მან უკრაინაში ჩასვლა ლვოვამდე მიმავალი მატარებლით გადაწყვიტა.





