მიხეილ სააკაშვილი

ტიმოშენკო: სააკაშვილს უნდა სამშობლოს ემსახუროს, საზღვარზე მისი გაჩერება უკანონობაა

Reuters

პარტია "ბატკივშინას" ლიდერმა იულია ტიმოშენკომ უკრაინის მთავარ პროკურორს მოუწოდა დაინეტერსდეს პოლონეთის ტერიტორიაზე მატარებლის გაჩერების უკანონო ფაქტით. ტიმოშენკოს თქმით, პეტრო პოროშენკოს მიერ მატარებლის გაჩერება არის უკანონო და მიხეილ სააკაშვილს ართმევს საშუალებას მის სამშობლოს ემსახუროს. 

"მივმართავთ უკრაინის გენერალურ პროკურორს დანაშაულის შესახებ, იმის გამო, რომ დააკავეს ტრანსპორტის მოძრაობა და ეს პირდაპირ აისახება სისხლის სამართლის კოდექსში, ამიტომ, მთელი ჩემი გუნდის სახელით, სახალხო დეპუტატების სახელით, მივმართავ გენერალ-პროკურორს - თქვენ თავად იყავით პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლი, საკუთარ თავზე გამოსცადეთ  რა უკანონობა, რა არის სიცოცხლის მოსპობა იმ ადამიანის, რომელიც იკავებს თანამდებობას და რომელიც არის შეუდრეკელი და რომელსაც სურს ემსახუროს თავის სამშობლოს", - განაცხადა იულია ტიმოშენკომ.

მატარებელი, რომლითაც მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნებას გეგმავს, ჯერ კიდევ პოლონეთში პერემიშლის ბაქანზე დგას. ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს ინფორმაციას, რომ მატარებელი მათ გააჩერეს.

მგზავრების ნაწილმა მატარებელი დატოვეს და ისინი უკრაინამდე გზას ავტობუსებით გააგრძელებენ, თუმცა საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კვლავ მატარებელში რჩება და მის დატოვებას არ აპირებს. 

სააკაშვილი საზღვრის გადაკვეთას იულია ტიმოშენკოსთან და ევროპარლამენტარ სარიუშ ვოლსკისთან ერთად გეგმავს.

მატარებლის გაჩერებიდან მალევე ერვოპარლამენტარი, სარიუშ ვოლსკი საკითხის გარკვევას პოლონურ მხარესთან ცდილობდა და განაცხადა, რომ მატარებელი დაიძვრებოდა, თუმცა, ის ამ დრომდე სადგურში დგას.

კომენტარები