მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი უკრაინაში ჩასვლაზე: ყირაზე გადავლენ, ყურებზე გაივლიან, ეშინიათ ჩემი

ჩემი გეგმები ყოველ წუთში იცვლება, მაგრამ ახლა კიდევ მივდივარ ერთ-ორ ქვეყანაში, შეიძლება, ბრიუსელშიც გავიარო და დანარჩენი, ვემზადებით კვირისთვის, კვირას [10 სექტემბერს] უნდა წავიდეთ უკრაინაში. [ჩემი გეგმები] ძალაშია. როგორც არასდროს, ისე ძლიერად მინდა წასვლა. [საზღვარზე] ყველაფერს გააკეთებენ, ყირაზე გადავლენ, ყურებზე გაივლიან, ძალიან ეშინიათ ჩემი, მაგრამ რისი - იარაღი მე არ მაქვს, არ ვიკბინები, მაგრამ ნუ... მე ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, სიტუაცია ისე განვითარდება, რომ ოლიგარქებს საქართველოშიც და უკრაინაშიც, ორივე ადგილზე ოლიგარქებს წაუვა საქმე ცუდად და ხალხს - კარგად.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ჩასვლას 10 სექტემბერს, ევროპარლამენტარებთან ერთად აპირებს.

კომენტარები