მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: უკრაინაში რომ არ ჩავიდე, საზღვარი გაამაგრეს და ბრონიტექნიკა ჩამოიყვანეს

უკრაინის მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ უკრაინაში არ გადავიდე. საზღვარი გაამაგრეს, ჩამოიყვანეს ბრონიტექნიკა, დააყენეს მავთულხლართები. ეს სრულიად უპრეცედენტო მოვლენაა, საბჭოთა კავშირის დროს არ ყოფილა ასეთი გამაგრებები აღმოსავლეთ ევროპულ საზღვრებზე საბჭოთა კავშირთან. პირველად ხდება ასეთი რამე ისტორიაში. ეს აჩვენებს მხოლოდ ერთ რაღაცას, რომ მათ ჩემი ძალიან ეშინიათ. გაუჭირდებათ არ შეშვება და ეს იქნება ძალიან დიდი ზარალი მათთვის. ამიტომ, დავაკვირდებით მოვლენებს. ახლა ჩემი გეგმა არის მხოლოდ ერთი - შესვლა, დაბრუნება, სათავეში ჩადგომა მოძრაობის ბოლომდე და საქმის ბოლომდე მიყვანა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რუსთავი 2-თან უკრაინაში დაბრუნების შესახებ საუბრობს. ექპრეზიდენტი უკრაინაში ჩასვლას 10 სექტემბერს გეგმავს.

კომენტარები