მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილის ძმას უკრაინის დატოვება მოსთხოვეს

Reuters

მიხეილ სააკაშვილის ძმამ უკრაინის საემიგრაციო სამსახურის შენობა დატოვა, სადაც ის კიევის ნაციონალურმა პოლიციამ დღეს გადაიყვანა. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ დავით სააკაშვილი დაკავებული არ ყოფილა. 

„ჩვენ ის არ დაგვიკავებია. კიევის ნაციონალურმა პოლიციამ უზრუნველყო საქართველოს მოქალაქის გადაყვანა საემიგრაციო სამსახურში“, - უთხრა ძალოვანი უწყების წარმომადგენელმა, არტიომ შევჩენკომ პრესას.

შევჩენკოს ცნობით, უკრაინის საემიგრაციო სამსახურმა დავით სააკაშვილის უკრაინაში ცხოვრების ნებართვა ჯერ კიდევ მიმდინარე წლის მარტში გააუქმა.

„მაშინვე, უცხოელი სათანადოდ იყო ინფორმირებული, რომ არ არსებობდა მისი უკრაინაში ცხოვრების საფუძველი. მიუხედავად ამისა, კანონით დადგენილ ვადებში მან ჩვენი ქვეყნის ტერიტორია არ დატოვა და უკრაინაში უკანონოდ ცხოვრობდა“, - თქვა შევჩენკომ. 

უწყების ცნობით, დავით სააკაშვილს ადმინისტრაციული ჯარიმა დაეკისრება. ამასთან, მან უახლოეს მომავალში ქვეყანა უნდა დატოვოს

კომენტარები