კონსტიტუციის დღე

ხანძრის გამო პრეზიდენტი კონსტიტუციის დღის აღნიშვნაზე უარს ამბობს

facebook.com/PresidentMargvelashvili

დღეს 24 აგვისტოს 22 წელი სრულდება ქვეყნის მოქმედი კონსტიტუციის მიღებიდან. 1995 წლის 24 აგვისტოს, 17 საათსა და 50 წუთზე, საქართველოს პარლამენტმა 159 ხმით 8-ის წინააღმდეგ მიიღო საქართველოს კონსტიტუცია.

კონსტიტუციის მიღების 22 წლის იუბილეს აღნიშვნისთვის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საზეიმო მიღების მოწყობა იგეგმებოდა, თუმცა ბორჯომში არსებული ხანძრის გამო მიღების გამართვაზე გიორგი მარგველაშვილმა უარი თქვა.

გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნული გადაწყვეტილება პრემიერმინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან შეთანხმებით მიიღო.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის თქმით, ძალაში რჩება თბილისში დაგეგმილი კონცერტი და გამოფენა კონსტიტუციასთან დაკავშირებით. 

კომენტარები