საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საკუთარ Facebook-ზე წერს, რომ უკრაინაში დაბრუნების და უკრაინის უკრაინელთათვის დაბრუნების გეგმას 16 აგვისტოს, 19:30 საათზე Facebook Live-ის საშუალებით გაასაჯაროვებს.
შეგახსენებთ, რომ 23 ივლისს უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა, რა დროსაც ის აშშ-ში იმყოფებოდა. უკრაინის პრეზიდენტის განკარგულებაში აღნიშნულია, რომ სააკაშვილსა და დოკუმენტში ჩამოთვლილ სხვა პირებს მოქალაქეობა უკრაინის კონსტიტუციის 106-ე მუხლის 26-ე პუნქტისა და უკრაინის მოქალაქეობის შესახებ კანონის მე-17 და მე-19 მუხლების თანახმად ჩამოერთვა.
უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის დროს აშშ-ში მყოფებოდა, შემდეგ კი პოლონეთს, ლიტვასა და უნგრეთს ესტუმრა.





