კალაძე: ე.წ. ხრუშოვკები თანამედროვე ბინებით ჩანაცვლდება

ენერგეტიკის სამინისტრო

ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის თქმით, მისი მერად არჩევის შემთხვევაში ე.წ. ხრუშოვკები თანამედროვე ტიპის საცხოვრებელი ბინებით ჩანაცვლდება.

კალაძემ აღნიშნა, რომ პროექტი ეტაპობრივად განხორციელდება, ხოლო იმ ადამიანებს, რომლებიც აღნიშნული ტიპის ბინებში ცხოვრობენ, ჩანაცვლების პროცესში, სხვა საცხოვრებლით ან კომპენსაციით უზრუნველყოფენ.

"თბილისში ე.წ. ხრუშოვკების ხანა დიდი ხანია დასრულდა. არ შეიძლება ადამიანები ცხოვრობდნენ ისეთ შენობებში, რომელსაც კარგა ხანია გაუვიდა ექსპლუატაციის ვადა, რომელიც არის ამორტიზირებული და შენობა დაშენებებით კიდევ უფრო უსახოა. ამ საბჭოთა იდეოლოგიისგან გათავისუფლება და მათი ჩანაცვლება, თანამედროვე, მყარი, კომფორტული საცხოვრისით ჩვენი ერთ-ერთი მიმართულება იქნება", - ამბობს კალაძე Facebook-ზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

თბილისის მერის არჩევნები ოქტომბრის ბოლო კვირას ჩატარდება.

კომენტარები