Rolls-Royce

ახალი Rolls-Royce Phantom-ი $500 000-იანი ხელოვნების ნიმუშია

Rolls-Royce

Rolls-Royce-მა ახალი ავტომობილი, Phantom VIII წარადგინა. 

ეს 1925 წელს წარდგენილი Phantom-ის მერვე სერისაა. Phantom-ის გამოშვება გერმანული BMW-ს საკუთრებაში არსებულმა Rolls-Royce-მა 2003 წელს განაახლა. Rolls-Royce ყოვეწლიურად დაახლოებით 4 ათას ფანტომს ყიდის, თითოეული ავტომობილის ღირებულება ძირითადად $450 ათასიდან იწყება და კლიენტის მოთხოვნების მიხედვით $1 მილიონამდეც ადის. ახალი ფანტომის საწყისი ღირებულება ნახევარი მილიონი დოლარი იქნება და მისი გაყიდვები 2018 წლიდან დაიწყება. კომპანიის მტკიცებით, ახალი ავტომობილი მსოფლიოში ყველაზე ჩუმია. 

Bloomberg-თან საუბარში Rolls-Royce-ის ხელმძღვანელმა ტორსტენ მიულერ-ოტვოსმა განაცხადა, რომ ფანტომს არ ექნება ავტონომიური მართვის არანაირი ფუნქცია, რადგანაც "Rolls-Royce-ის ყველა მყიდველს საკუთარი მძღოლის დაქირავება შეუძლია".

Rolls-Royce Phantom VIII

ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე 249 კმ/სთ-ია

563 ცხენის ძალის მქონე 6.7 ლიტრის მოცულობის V12 ტიპის ძრავა


ფოტო: Rolls-Royce

ახალ ავტომობილს ალუმინის კორპუსი აქვს და ის 2.6 ტონას იწონის

ავტომობილს Rolls-Royce-ის ბრენდული ჭიქები და სასმელების მაცივარი მოჰყვება.


ფოტო: Rolls-Royce

ფოტო: Rolls-Royce

 

კომენტარები