კორუფცია ფეხბურთში

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ხოსე მარია ვილიარი დააკავეს

AFP/Getty Images

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციაში კორუფციასთან დაკავშირებით რამდენიმე ადამიანი დააკავეს.

დაკავებულებს შორის ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და FIFA-ს ვიცეპრეზიდენტი ხოსე მარია ვილიარი და მისი შვილი გორკა ვილიარიც არიან.

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ბრალი ედება არაკეთილსინდისიერ ადმინისტრირებაში, გაფლანგვასა და ფალსიფიცირებაში. ვილიარი ადგილობრივი დროით 08:00 საათზე, საკუთრ სახლში დააკავეს.

აღსანიშნავია, რომ ხოსე მარია ვილიარს ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტი 1988 წლიდან უკავია. გორკა ვილიარი კი ბოლოს ადვოკატის პოსტ იკავებდა, მანამდე კი სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის ფედერაციის გენერალური დირექტორის პოსტზეც მუშაობდა.

კომენტარები