პოროშენკოს ვიზიტი

საქართველოს უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ეწვია

dailystormer.com

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ჩამოვიდა. 

პოროშენკო თბილისს ოჯახთან და უკრაინის სახელმწიფო დელეგაციის წევრებთან, სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებთან და უკრაინელ ბიზნესმენებთან ერთად ესტუმრა.

18 ივლისს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში უკრაინის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება, რის შემდეგაც საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვდებიან, ქართველი და უცხოური მედიის წამომადგენლებისთვის განცხადებებს გააკეთებენ და მათ შეკითხვებს უპასუხებენ. პოროშენკო მარგველაშვილთან ერთად საქართველო-უკრაინის საინვესტიციო ფორუმსაც გახსნის.

გარდა ამისა, უკრაინის პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტთან ერთად სოფელ ხურვალეთში საოკუპაციო ხაზსაც ეწვევა და სიტუაციას ადგილზე გაეცნობა. სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში იგეგემება პეტრო პოროშენკოს შეხვედრები პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან.

19 ივლისს კი პოროშენკო სვანეთს და აჭარას ესტუმრება.

კომენტარები