კონსტიტუციის პროექტი

კობახიძე: II მოსმენით მიღებული კონსტიტუციის პროექტის უკან დაბრუნება გამორიცხულია

ირაკლი კობახიძე
საქართველოს პარლამენტი

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, მეორე მოსმენით მიღებული კონსიტიტუციის პროქტის უკან დაბრუნება გამორიცხულია და პარლამენტი კონსტიტუციას შემოდგომაზე მესამე მოსმენით აუცილებლად მიიღებს.

კობახიძე ამბობს, რომ მესამე მოსმენის დროს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში ცვლილებების განხორციელების სამართლებრივი და პროცედურული შესაძლებლობები არსებობს.

"მესამე მოსმენისთვის ცვლილებების განხორციელების სამართლებრივი და პროცედურული შესაძლებლობები არსებობსდა ჩვენ ამასთან დაკავშირებითაც შეიძლება გვქონდეს კონსულტაციები. პროცედურული თავლსაზრისით, ეს არის შესაძლებელი, სხვადასხვა მექანიზმი შეიძლება ამისთვის გამოვიყენოთ. ეს არის ტექნიკური დეტალები, მთავარია შედგეს კონსენსუსი დოკუმენტთან და კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ქართულმა ოცნებამ კონსტიტუციის პროექტი ორი მოსმენით მიიღო. კონსტიტუციის პროექტს, დამოუკიდებელი დეპუტატის სალომე ზურაბიშვილის გარდა, ოპოზიციის არც ერთმა წარმომადგენელმა მხარი არ დაუჭირა. ოპოზიციამ ბოიკოტის ნიშნად სხდომები დატოვა. კონსტიტუციის პროექტს მხარს არ უჭერენ არასამთავრობოები და პრეზიდენტი.

კომენტარები