ნარკოტიკებით ვაჭრობა

შსს: ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღებისთვის ერთი პირი დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტრო

სამართალდამცავებმა  ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. 1994 წელს დაბადებული .ფონიჭალაში დააკავეს. ამის შესახებ განცხადებას შსს ავრცელებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდა. პოლიციამ, დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, 11,5954 გრამი ჰეროინი, 0,0354 გრამი მორფინი და 0,0115 გრამი კოდეინი ნივთმტკიცებად ამოიღო. ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად, დაკავებულს სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.“ - წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე, საქართველოს სსკ- 260- მუხლის მე-4, მე-5 და მე - 6 ნაწილებით, მიმიდნარეობს.

კომენტარები