ქეთი მელუა

Black Sea Arena-ზე Check in Georgia-ს ფარგლებში, ქეთი მელუას კონცერტი გაიმართება

wallpaperfx.com

23 ივლისს, Black Sea Arena-ზე პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში, ქეთი მელუას კონცერტი გაიმართება.

ბრიტანეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი მაყურებლის წინაშე შოუ - "ზაფხულის დღესასწაულით" წარსდგება.

კონცერტზე სპეციალური მოწვევით, გორის ქალთა კამერული გუნდიც მიიღებს მონაწილეობას.

ქეთი მელუას აკომპანირებას ინგლისური ბენდი - გიტარისტი პოლ სოიერი, ბას გიტარისტი ტიმ ჰარისი, კლავიში მარკ ედვარდსი და დასარტყამ ინსტრუმენტზე საიმონ ლეა გაუწევს.

კონცერტზე დასასწრები ბილეთების ყიდვა tkt.ge-ზე იქნება შესაძლებელი.

კომენტარები