7 ივნისს, სამგორის რაიონის ნაწილს გაზმომარაგება შეუწყდება

pennystockresearch

ხვალ, 7 ივნისს, სამგორის რაიონის ნაწილს გაზმომარაგება შეუწყდება. ყაზტრანსგაზ თბილისი მიზეზად ტექნიკურ სამუშაოებს ასახელებს.  

კერძოდ, 08:00 საათიდან შეზღუდვა შეეხება მოსკოვის გამზირის №19, №33, №35, №36, №37, №38, №38/1, №39, №40, №41, №42, №43, №44, №45, №46, №47, №48, №49, №50, №52ა, №98/38, II კვარტალი №1, №2, №3, IV კვარტალი №1, №2, №3, №4, №5, №6, №7, V კვარტალი №1, №2, №3, №5, №7, №8, №9, №10, №11, №12, №13, ასევე V კვარტლის I კომპლექსი №1, №2, №3, №4, II ნავთლუღის დასახლების №2, №3, №4 , გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩის და ქინძმარაულის II შესახვევში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას.

გარდა ამისა, გაზის მიწოდება შეუწყდება კაიროს ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსების და კერძო სექტორის მოსახლეობას, მოსკოვის გამზირზე არსებულ ისანი-სამგორის პოლიციის V განყოფილებას და აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ კომერციულ ობიექტებს. 

გაზის მიწოდება აღდგება 16:00 საათიდან ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე. 

"ყაზტრანსგაზ-თბილისი ბოდიშს უხდის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი“ პასუხისმგებელი არ არის" - აცხადებს კომპანია.

კომენტარები