საბურთალოს რაიონის აბონენტების ნაწილს გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა

ტაბულა

საბურთალოს რაიონის აბონენტების ნაწილს გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა.

ყაზტრანსგაზ თბილისის ინფორმაციით, 31 მაისს, 12:00 საათზე, გაზმომარაგება შეუწყდა: კახა შევარდენიძის, გივი კარტოზიას, სერგო ზაქარიაძის, მიხეილ ასათიანის ქუჩების, მიხეილ თამარაშვილის №13, ნუცუბიძის ქუჩა №1-დან №57-ის ჩათვლით მდებარე საცხოვრებელი კორპუსების, ასევე ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი №18, №20, №25, ვაჟა-ფშაველას გამზირი №37, №39, ვაჟა-ფშაველას ჩიხსა და შესახვევში მდებარე კორპუსების, ზემო ვეძისის, ვახტანგ ჩიქოვანის, აქვსენტი მეგრელაძის ქუჩების კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს, აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ რესპუბლიკურ საავადმყოფოს, სამედიცინო უნივერსიტეტს, დაავადებათა კონტროლის ცენტრს, შპს „ავერსის კლინიკას“ და სხვა კომერციულ ობიექტებს. 

”გაზის მიწოდება აღდგება 17:00 საათიდან ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე. შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" ბოდიშს უხდის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" პასუხისმგებელი არ არის”, - აცხადებს კომპანია.

კომენტარები