ტრანსპორტი

British Airways-მა ლონდონის ჰითროუსა და გეთვიკის აეროპორტიდან ყველა ფრენა შეაჩერა

Reuters

British Airways-მა ლონდონის ჰითროუსა და გეთვიკის აეროპორტიდან ყველა ფრენა შეაჩერა, რეისების შეწყვეტა კომპანიის ელექტრონულ სისტემაში წარმოქმნილ მნიშვნელოვან შეფერხებას უკავშირდება. 

ავიაკომპანიამ ამ აეროპორტებიდან ყველა რეისი გრინვიჩის მერიდიანის დროით 18:00-მდე შეაჩერა. British Airways-ის სპიკერის თქმით, კომპანიას მნიშვნელოვანი IT ხარვეზი აქვს, რაც განსაკუთრებით ლონდონის აეროპორტების ფრენების განხორციელებას აფერხებს. კომპანიის ინფორმაციით, შეფერხება კიბერშეტევისგან არაა გამოწვეული. 

British Airways მათ ვინც ამ შეფერხების გამო ტრანზიტულ რეისზე დააგვიანებს, კომპენსაციას მისცემს. 

კომენტარები