აშშ

FBI-ის ყოფილი დირექტორი აშშ-ის არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევას გამოიძიებს

AP

გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ყოფილი დირექტორი რობერტ მუელერი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის შესახებ გამოძიების სპეციალურ პროკურორად დაინიშნა. ინფორმაცია აშშ-ის გენერალური პროკურორის მოადგილემ როდ როზენსტაინმა გაავრცელა.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში კი აღნიშნულია, რომ რობერტ მუელერი სპეციალურ პროკურორად არის დანიშნული, რომელიც რუსეთის მხრიდან 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში შესაძლო ჩარევის შესახებ გამოძიებაში მიიღებს მონაწილეობას.

რობერტ მუელერი FBI-ს 2001-დან 2013 წლამდე ხელმძღვანელობდა. რესპუბლიკელი მუელერი FBI-ს დირექტორად დანიშვნამდე, ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობისას, აშშ-ის გენერალური პროკურორის მოადგილედ მუშაობდა.

Bloomberg-ის ინფორმაციით, FBI-ის ყოფილი დირექტორის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის მიერ შესაძლო ჩარევის გამოძიების სპეციალურ პროკურორად დანიშვნის შესახებ ინფორმაცია აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეთანხმებული არ იყო. გამოცემის ცნობით, ტრამპმა მუელერის სპეციალურ პროკურორად დანიშვნის შესახებ ინფორმაცია ოფიციალური განცხადების გაკეთებამდე 25 წუთით ადრე შეიტყო.

კომენტარები