საფრანგეთის საპრალამენტო არჩევნები 2017

საფრანგეთის ექსპრემიერ მანუელ ვალსს მაკრონის პარტიაში გაწევრიანება სურს

AFP

საფრანგეთის ექსპრემიერ მანუელ ვალსს ქვეყნის არჩეული პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის პარტია La République en Marche-ში გაწევრიანება სურს.

საფანგეთის სოციალისტური პარტიის ყოფილმა წევრმა ვალსმა აღნიშნა, რომ "სოციალისტური პარტია მკვდარია და საპრეზიდენტო უმრავლესობის კანდიდატი იქნება".

მაკრონის პარტია La République en Marche ვალსის სურვილს დიდი სიხარულით არ შეხვედრია და აღნიშნა, რომ საარჩევნო სიაში მოსახვედრად, მანუელ ვალსი, როგორც სხვა ნებისმიერი ადამიანი უნდა დარეგისტრირდეს და პარტიაში განაცხადი შეიტანოს. პარტიის სპიკერის თქმით, ვალსს ამისთვის 24 საათი აქვს.

აღსანიშნავია, რომ მანუელ ვალსი სოციალისტური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატობისთვის იბრძოდა, თუმცა პრაიმერში ბენუა ამონთან დამარცხდა. პრაიმერში დამარცხების შემდეგ ვალსმა პრემიერის პოსტი და პარტია დატოვა. მოგვიანებით კი მხარდაჭერა ემანუელ მაკრონს გამოუცხადა.

ვალსის განცხადება სოციალისტური პარტიის შესახებ ("სოციალური პარტია მკვდარია"), სოციალისტების აღშფოთება გამოიწვია. სოციალისტი პარლამენტარის, ალექსის ბაშელეის თქმით, "საფრანგეთისთვის უკეთესი იქნება, ბრუტუსისა და იუდას მსგავი ადამიანები პარტია La République en Marche-ს ნომინაციებს ვერ მოიპოვებენ".

საფრანგეთის არჩეულმა პრეზიდენტმა, 15 მაისს პრემიერის კანდიდატი უნდა დაასახელოს, 15-19 მაისს კი საარჩევნო სია უნდა წარადგინოს.

საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური 11 ივნისს გაიმართება, მეორე ტური კი 18 ივნისს.

კომენტარები